მაღაზიის პროგრამა REGO

თვეში სულ რაღაც 60 ლარად!

გაყიდვები

შეკვეთების დამატება და განაწილება სტატუსების მიხედვით, მოქმედებები სტატუსებზე (ცვლილება, დაბლოკვა და ა.შ.) სასურველი სიების გამოყვანა და მათთან მუშაობის შესაძლებლობა.

საწყობი

საქონლის მოძრაობა, ჩამოწერა, მყიდველისგან დაბრუნება, მარაგების მართვა და მიღება ჩაბარების ელექტრონული ფუნქციით.

სტატისტიკა

მონაცემების გრაფიკულ-რიცხობრივი ვიზუალიზაცია, შესყიდვების და გაყიდვების დინამიკა, თანამშრომელთა აქტიურობის ანალიზი.

ბაზები

თქვენი მონაცემთა ბაზების ყოველდღიური შენახვა-დაარქივება.

რატომ უნდა დანერგოთ REGO-CRM (რეგო) სისტემა?

  • დროის ეკონომია - მთელი თქვენი ბიზნესი ერთ სივრცეში. დააღწიეთ თავი ყოველდღიურ რუტინას და განახორციელეთ მრავალფეროვანი ქმედებები, შეკვეთებზე რამდენიმე დაკლიკებით - მასიურად დაბლოკეთ, შეუცვალეთ სტატუსები და გადაიტანეთ შეკვეთების დამუშავება მომდევნო საფეხურზე.
  • თანამშრომელთა წვდომის კონტროლი - თავად გადაწყვიტეთ, თუ რას ნახავს და რასთან ექნება წვდომა თქვენ თანამრომელს. დაუტოვეთ წვდომა მხოლოდ მათთვის განკუთვნილ განყოფილებებზე და დაუმალეთ ისეთი, სადაც მათი საქმიანობა არ არის რეკომენდებული. ამით თავიდან აირიდებთ ადამიანის ფაქტორით გამოწვეულ ხარვეზებს და შეუსაბამობებს განყოფილებებს შორის.
  • მარაგების კონტროლი - REGO-ს აპლიკაციას გააჩნია მარაგების (საწყობის, მაღაზიების) მართვის საკუთარი სისტემა. შექმენით სასურველი რაოდენობის სავაჭრო/სასაწყობე ობიექტები და გაანაწილეთ საქონელი მათ შორის. აკონტროლეთ მარაგები, საქონლის მოძრაობა, შეკვეთები და გაყიდვები.
  • სწრაფი ანალიზი - გსუურთ გამოითვალოთ თანამშრომლის ხელფასი? ნახოთ კონკრეტული პროდუქტის გაყიდვების ტენდენცია ან თანამშრომლის მუშაობის ეფექტურობა? გამოიყენეთ პროგრამა რეგოს სტატისტიკის განყოფილება. გადაავლეთ თვალი მონაცემებს რიცხობრივ და გრაფიკულ ვიზუალიზაციაში.
  • ავტომატიზაცია - რეგო სისტემას გააჩნია უამრავი ხელსაწყო, რათა შეძლოთ თქვენი ბიზნესის მაქსიმალური ავტომატიზირება. შექმენით შეკვეთის სტატუსები და მართეთ პროცესი რეგისტრაციიდან გაგზავნამდე ისე, რომ გამოირიცხოს შეკვეთების გამორჩენის უმცირესი შესაძლებლობაც კი.

3000

ტრანზაქცია დღეში

600

შესყიდვა დღეში

150

მომხმარებელი ჯამურად

12სთ

სერვერის დატვირთვა

პლატფორმის მიმოხილვა

სადემონსტრაციო ვიდეო

REGO-CRM (რეგო) პლატფორმის მოკლე მიმოხილვა.

რას ფიქრობენ რეგოს აპლიკაციის მომხმარებლები

“რეგოს პლატფორმამ ბევრად გამიმარტივა მარაგების აღრიცხვა-კონტროლი. რადგან ის არის მსუქბუქი და მარტივად მორგებული ნებისმიერ ადამიანზე. აქვს ძალიან კარგი საძიებო სვეტი, საკმაოდ მორგებული ინტერფეისი. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ არ საჭიროებს პროგრამის გადმოწერას და დაინსტალირებას. შეგიძლიათ შეხვიდეთ პირად სივრცეში, როგორც სმარტფონით ასევე კომპიუტერით ან პლანშეტით.”

“შეკვეთების მიღება, გაფორმება და მართვა გახდა უადვილესი. განსაკუთრებით მომწონს პროგრამის სისწრაფე და საკუთარ თავზე მორგების შესაძლებლობები. ძალიან ადვილია საჭირო სიების ძიება, ფილტრაცია და დამუშავება. უდავოდ დიდი პლიუსია მობილურით მუშაობის შესაძლებლობა. დიდი მადლობა რეგოს!”

“რეგოს CRM სისტემა აბსოლუტურად მორგებულია ქართულ რეალობას. ძალიან სწრაფია და მარტივია. პროგრამას გააჩნია ყველა საჭირო ფუნქციონალი, რათა უპრობლემოდ მართოთ კომპანია. რეგოში გაწევრიანების შემდგომ, საბოლოოდ დაგვილაგდა ყველა პროცესი. ამ დროისთვის უკვე 18420 შეკვეთა გვაქვს რეგისტრირებული და პროგრამა საერთოდ არ ჭედავს. სიამოვნებით გავუწევ რეკომენდაციას ამ კომპანიას.”

“რეგოს CRM პლატფორმამ გაგვიმარტივა საქონლის მოძრაობასთან დაკავშირებული ოპერაციები, მარაგების აღრიცხვისუნარიანობა გახდა უფრო მარტივი და ბევრად სწრაფი. აღსანიშნავია ისიც, რომ საშუალება მოგვეცა ყველა ფილიალის და საწყობის ერთ სივრცეში მართვის, რაც ნამდვილად მისასალმებელია.”

“სანამ რეგოს აპლიკაციას გამოვიყენებდით, მანამდე ექსელის დახმარება გვჭირდებოდა, მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა საქონლის შემოსვლა-გასვლის ბრუნვა, უფროდაუფრო გვირთულდებოდა საწყობის მართვა. რაც რეგო დავნერგეთ ჩვენ ბიზნესში, ბევრად გაგვიმარტივდა საწყობის მართვის ოპერაციები, მათი დელეგირება თანამშრომლებზე და ყველა ეტაპისთვის თვალყურის მიდევნება.”

სიახლეები რეგოზე

რეგოს პლატფორმას დაემატა შიდა კომუნიკაციის სისტემა.

აპრ 05, 2022

მოხდა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდთან (RS.GE) ინტეგრაცია.

მაი 15, 2022

დაინერგა უნიკალური ფუნქცია, თითოეული თანამშრომლის ან მთლიანად ფილიალის(ების) მიერ სამუშაო დღის განმავლობაში შრომაში დახარჯული დროის გასაზომად.

ნოე 10, 2022

რეგოს პლატფორმას დაემატა ახალი პროდუქტის (ან ნაკრების) შექმნის ფუნქცია (წარმოება) ნახევარფაბრიკატების და მათი პროცენტული წილების გამოყენებით.

დეკ 03, 2022

რეგოს პლატფორმას დაემატა მობილური მოწყობილობებით შეკვეთების და პროდუქტების ეფექტურად მართვის ფუნქცია QR კოდების გამოყენებით.

იან 10, 2023

კითხვები

1. რას გვთავაზობთ?

REGO-CRM (Customer relationship management - მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი) არის მაღაზიის/მაღაზიების, საწყობის/საწყობების და მათში არსებული მარაგების, ასევე ყველა იმ თანამშრომლის (ოპერატორი-გამყიდველი, საწყობის თანამშრომელი, კურიერი...), ვისაც შეხება აქვთ ამ მარაგებთან, ყველა ამ სუბიექტის თუ ობიექტის მართვის პროგრამა ერთ ვირტუალურ სივრცეში.

2. რა ღირს თქვენი მომსახურეობა?

პირველი 1 თვის განმავლობაში, შეგიძლიათ აბსოლუტურად უფასოდ გამოიყენოთ ჩვენი პლატფორმის საბაზისო ვერსია, უკეთ გაეცნოთ მისი მუშაობის პრინციპებს და თუ კმაყოფილი დარჩებით, შემდეგი თვიდან მხოლოდ 60 ლარის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად. ხოლო სამომავლოდ, ყოველი დამატებითი მოდულის მიერთება მხოლოდ 15 ლარი დაგიჯდებათ.

3. ყველა O.S.-ზეა მორგებული?

დიახ, REGO-CRM სისტემა ყველა თანამედროვე ოპერაციულ სისტემასა (Windows, Android, IOS) და ეკრანის ზომაზეა მორგებული 100%-ით. თქვენთვის კომფორტული გარემოს შექმნა უმთავრესი ამოცანა იყო, რაც პირველ რიგში დავისახეთ და შემდეგ ეტაპობრივად განვახორციელეთ რეალური სამუშაო პირობებიდან გამომდინარე.

4. როგორ ხდება მონაცემების შენახვა?

ჩვენი ტექნიკური განყოფილება ყოველდღიურად დააარქივებს და შეინახავს მონაცემთა ბაზებს, რითაც უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებას.

5. რამდენი ობიექტი შემიძლია ვმართო რეგო პლატფორმით?

მოკლე პასუხი - რამდენსაც ისურვებთ. დაამატეთ და მართეთ იმდენი საწყობი და მაღაზია, რამდენიც თქვენ განკარგულებაშია.

6. კონკრეტულად რომელ სფეროებში გამოიყენებენ REGO-CRM პლატფორმას?

REGO-CRM პლატფორმა ძირითადად ინერგება შემდეგ მიმართულებებში: ონლაინ-მაღაზიების მართვა, ტექნიკის მაღაზიების მართვა, წვრილი/მსხვილი სავაჭრო ობიექტების მართვა, საწყობების მართვა და ა.შ.

7. როგორ უნდა დავრეგისტრირდე რეგოზე?

რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ მარტივია, რეგისტრაციის განყოფილებაში უნდა შეავსოთ: სახელის, ტელეფონის, ელ-ფოსტის, კომპანიის დასახელების და თუ სურვილი გექნებათ დამატებითი ინფორმაციის ველები, რის შემდეგაც ჩვენ დაგიკავშირდებით და დაგაკვალიანებთ თუ როგორ უნდა შეხვიდეთ სისტემაში.

რეგოს რეგისტრაციის ფორმა

გახსოვდეთ, თუ კმაყოფილი დარჩებით REGO-ს სადემონსტრაციო ვერსიით, პირველი 1 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებთ ჩვენი პლატფორმით.

კმაყოფილი მომხმარებლები

geoshopper
dominar
georgiancargo
iberiamarvels
geoshopper
dominar
georgiancargo
iberiamarvels
geoshopper
dominar
georgiancargo
iberiamarvels